ოჯახის წევრები თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ.  ოჯახის წევრების ინფორმაციით,  51 წლის მარინე ოჩიგავა ბოლოს, 28 აგვისტოს ნახეს. 

როგორც დაკარგული ქალის ოჯახის წევრმა Tv4-ს განუცხადა, შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართეს.  საქართველოს მოქალაქეს თურქეთში მეშვიდე დღეა ეძებენ. 

ცნობისთვის, დაკარგული ქალი, სტამბულში, ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა და ხუთ საქართველოს მოქალაქესთან ერთად,ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბინაში მისი პირადი ნივთები ხელუხლებელია.