პანდემიის დროს რუსთავის ბაღებში თავისუფალი დასწრება იქნება გამოცხადებული

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. 

როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში TV4-ს განუცხადეს, პანდემიის დროს ბაღებში თავისუფალი დასწრება იქნება გამოცხადებული.

“ჩვენ ვინარჩუნებთ თავისუფალი დასწრების რეჟიმს პანდემიის პირობებში, არცერთი ბავშვი არ გაირიცხება”-განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.