პირველი არხის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, სცემა და კამერა დაუმტვრია.

 გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ამასთან, დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი არხის ჟურნალისტიც.