შიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით კასპში ერთი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების შემცველი 14 აბი და 10 ძირი ნარკოტიკული მცენარე კანაფის ნერგი ამოიღო.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.