საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერიას მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით ,უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს.
„მინდა, მოვუწოდო ქალაქის მერიას, ნორმები, რომლებიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რადგან სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით მოგვიწვს ცხოვრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მთავარი ამოცანა, პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა.