პროექტისთვის “ვაჩუქოთ რუსთავს ჟანგბადი” საჭირო თანხა შეგროვდა

სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა “გავიგუდეთ”, რუსთავის გასამწვანებლად, საზოგადოების ჩართულობით, 5 000 ლარის შეგროვება მოახერხა.

აღნიშნულ თანხას ფონდი “ორბელიანი”  ჯგუფს დამატებით 5 000 ლარს გადასცემს, რაც ჯამურად, ქალაქში, პროექტის კონცეფციით, 10 000 ლარის ღირებულების ხეების დარგვის შესაძლებლობას გააჩენს. 

პროექტს “ვაჩუქოთ რუსთავს ჟანგბადი”, – ამ სლოგანით, რუსთავში ჯგუფი “გავიგუდეთ”, მცენარეების  მაღაზია “ანემონესთან” ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, შემოდგომაზე, რუსთავში 300-ზე მეტი ხე უნდა დაირგოს.