ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გუშინ გაგზავნილი 105 ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშის პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.
მარინა გოგოლაძის განცხადებით, გეგმიური კვლევები კორონავირუსზე გრძელდება და ადგილობრივი სპეციალისტები დღეს კოვიდ19-ზე 60-მდე ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშს აიღებენ. მისი თქმით, გეგმიური გამოკვლევა იმ პირებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც თვითიზოლაციის ვადა დაუსრულდათ.
როგორც გარდაბნის საზოგადოებრივ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 57 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში კი -10.
ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ს შეადგენს. მათ შორის 1 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.