ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია – ამის შესახებ იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ლარი უკვე გადასცდა კრიტიკულ ნიშნულს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება.
,,მე, ვთქვი ათი დღის წინაც, რომ 3.10 ნიშნულს თუ კი მიაღწევდა, პროდუქციის გაძვირება იქნებოდა გარდაუვალი და არა მოსალოდნელი. ეს იყო მაქსიმალური კურსი, რისი აღებაც შეეძლოთ ბიზნეს ოპერატორებს. დღევანდელი კურსიდან გამომდინარე შესაბამისად გაძვირებასაც უნდა ველოდოთ ოქტომბრის დასაწყისიდან და მეორე ნახევარში განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. მით უფრო, იმ ფონზე, როცა სხვა პერსპექტივაც კი არ ჩანს, რომ ლარი გამყარდება. ერთ და ორ დღეში გაუფასურება რომ პროდუქციის ფასზე არ აისახა, ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება გრძელვადიან პერსპექტივაშიც“-განაცხადა ივა ჭყონიამ.