რუსთავში “რუსთავქალაქობა 2020″ განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
ქალაქის პირველი პირის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, დამეგობრებულ ქალაქებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრები გაიმართება. ღონისძიების კონკრეტული პროგრამა და ფორმატი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
“წელს რუსთავქალაქობა ვერ აღინიშნება იმ მასშტაბით და იმ პირობებში, როგორც ეს წლების განმავლობაში აღინიშნებოდა. თუმცა დამეგობრებულ ქალაქებთან ონლაინშეხვედრები და ის ღონისძიებები, რაც წინა წელს იყო დაგეგმილი, “ეკონომიკური ფორუმის” პროგრამის ვალდებულებით იქნება ონლაინ კონფერენციები, სამუშაო თემატიკასთან დაკავშირებით” , – განაცხადა რუსთავის მერმა.
ცნობისთვის,დღეს ცნობილი გახდა,რომ ხვალიდან სოციალური ღონისძიებები იკრძალება.