რუსთაველი აქტივისტების ფოტო ხელოვნების სახელმძღვანელოში დაიბეჭდა

მერვე კლასის ხელოვნების სახელმძღვანელოში რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტების ფოტოები დაიბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფმა “გავიგუდეთ” სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ნიკოლოზ მუსერიძის განცხადებით, ხელოვნების სახელმძღვანელოს ორი ალტერნატიული ვერსია დაიბეჭდა, რომელთა შორის არჩევანს სკოლები  აკეთებენ. 

მე-8 კლასის ხელოვნების ერთ-ერთ სახელმძღვანელოში,  ჯგუფის  “გავიგუდეთ” მიერ,  რუსთავში ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე გადაღებული ფოტომასალაა განთავსებული. 

“აქტივიზმის მართვაც ერთგვარი ხელოვნებაა და ბავშვები, რომლებიც იზრდებიან უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულნი სამოქალაქო პროცესებში. ის პრობლემები, რომლებიც მათ წინაშე იქნება უნდა ეცადონ, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და აქტიურობის ფარგლებში მოაგვარონ. ჩვენ გვჭირდება აქტიური საზოგადოება და არა პასიური და ნიჰილისტურად განწყობილი”,- განუცხადა TV4-ს ნიკოლოზ მუსერიძემ