საინიციატივო ჯგუფის “ციალის” ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა. რუსთაველმა ახალგაზრდებმა რუსთავის ტყე-პარკში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს.
“ამ ადგილას ხშირად მოვდივართ ხოლმე მეგობრები დროის გასატარებლად, ბავშვები მოგვყავს და ძალიან დაბინძურებულია ტერიტორია. მდინარესაც ჩამოაქვს აქ ნაგავი და მე მგონი აქ ვინც ისვენებს, ისინიც ტოვებენ ხოლმე და გადავწყვიტეთ ჩვენი ძალებით დაგვესუფთავებინა ეს ტერიტორია.
კარგი იქნება თუ ამ ტერიტორიას მიექცევა ყურადღება, გზაც მოწესრიგდება,
ადგილი ძალიან კარგია, მდინარესთან ახლოსაა, ბავშვების გასასეირნებლადაც კარგია და თუ მოწესრიგდება ქალაქს კიდევ ერთი ადგილი ექნება, სადაც ადამიანები შეძლებენ ბუნებაში დასვენებასა და განტვირთვას,” – აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის “ციალის” წევრმა, ნინო ქოიავამ.