რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთანება განცხადებას ავრცელებს

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთანება განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სარეზერვო სიაში მოხვედრილი ბავშვებისთვის გაერთიანებას ვაკანტური ადგილები აქვს. განცხადებას TV4 უცვლელად გთავაზობთ.

“ელექტრონული რეგისტრაციით სარეზერვო სიაში მოხვედრილი ბავშვებისთვის რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას აქვს ახალი შეთავაზება – დარჩენილი ვაკანსიები ზოგიერთ ფილიალში.

ბავშვები ჩაირიცხებიან არსებულ ვაკანტური ადგილებზე მშობლის განცხადების საფუძველზე.

მსურველები მობრძანდით გაერთიანებაში განცხადების დასაწერად (კოსტავას ქ. 20) 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით.

განცხადებით ჩარიცხული ბავშვების საბუთები ბაღში უნდა წარადგინოთ 2020 წლის 18 სექტემბრამდე,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გთავაზობთ დარჩენილი ვაკანტური ადგილების ცხრილს: