რუსთავის თეატრალური დასი კომედიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი მეშვიდე წელია გორში იმართება.
წელს მასში მარჯანიშვილის, გორის, ქუთაისის, თბილისის ილიაუნისა და რუსთავის თეატრთან ერთად ამერიკის, უკრაინისა და რუმინეთის დასიც მიიღებს მონაწილეობას.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ფესტივალი განსხვავებულ ფორმატში, თეატრის ეზოში ჩატარდება.