თეატრალური ნამუშევრების ყოველწლიურ შეჯამებაზე, თეატრალურ მოღვაწეთა საზოგადოებამ რუსთავის თეატრის მსახიობს “წლის ახალგაზრდა მსახიობის” ტიტული მიანიჭა. ტიტულის მფლობელი ვაკო კობერიძე გახდა. მსახიობმა სპექტაკლში “ელექტრიკოსი” ითამაშა.
“მოკლედ ეს არის კოტე ჯანდიერის მონოპიესა “ელექტრიკოსი”. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყეთმუშაობა გიორგი ქანთარიას რეჟისორობით, სპექტაკლი შედგა და ჩვენ დასასიხარულოდ პრიზიც დაიმსახურა. ძალიან საპასუხისმგებლოა და უფრო მეტი მოტივაცია მომცა ამ პრიზმა”, – აღნიშნა ვაკო კობერიძემ.
წლის საუკეთესო მხატვრის ტიტული კი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის მთავარმა მხატვარმა მოიპოვა.