რუსთავის სამშობიარო სახლის მედპერსონალი 9 თვის ანაზღაურების გარეშე

 სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ქალაქის სამშობიარო სახლში დასაქმებული მედპერსონალი ანაზღაურების გარეშე მუშაობს. სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტივისტებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საჯარო დისკუსია გამართეს. 

 სამოქალაქო აქტივისტები სამშობიარო სახლში დასაქმებულ მედპერსონალს სოლიდარობას უცხადებენ. მათი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულებს ცხრა თვეა ხელფასი არ აუღიათ. 

მათივე განცხადებით, ექიმები საკითხზე ღიად საუბარს ერიდებიან. აქტივისტები, კლინიკის მენეჯმენტს სახელფასო დავალიანების დროულად გაცემისკენ მოუწოდებენ. 

როგორც რუსთავის სამშობიარო სახლში TV4-ს განუცხადეს, 30-მდე მედპერსონალს, ხელფასი მხოლოდ ორი-სამი თევა არ აუღია. კლინიკაში ამბობენ, რომ დასაქმებულები უკმაყოფილებას არ გამოხატავენ და ანაზღაურება მომავალში გაიცემა.