გეგი ლიპარტელიანმა თანამდებობა დატოვა – ვინ არის მისი შემცვლელი?!

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს გეგი ლიპარტელიანი აღარ უხელმძღვანელებს. TV4-ის ინფორმაციით, ლიპარტელიანს დავით შანიძე ჩაანაცვლებს.

ჩვენი ინფორმაციით, დავით შანიძეს გამოცდილება  საბანკო სექტორში აქვს. ასევე, გარკვეული დროით მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში.

ცნობისთვის, 2018 წელს, რუსთავის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად,  სპორტის, ახალგაზრდობის და სახელოვნებო გაერთიანების ააიპ-ები გაერთიანდა და სამსახურს “სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” ეწოდა . გეგი ლიპარტელიანი სამსახურის ხელმძღვანელად სწორედ 2018 წელს დაინიშნა. მანამდე , ლიპარტელიანი  კულტურის სახლის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.