რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა – რას აცხადებენ პარკის ადმინისტრაციაში

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტბაში თევზები დაიხოცა. ფაქტთან დაკავშირებით, tv4 პარკის ადამინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც თევზების დახოცვის მიზეზად ტემპერატურის მატება და უჟანგბადობა დაასახელეს. მათივე ინფორმაციით, დღეს ადგილზე ტბის დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა და ორშაბათიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღება დაიწყება.

“ბიოლოგიურ ნიმუშებს ავიღებთ ჩვენ ორშაბათს. სავარაუდოდ ეს მოწამვლა არ არის, რადგან მხოლოდ ერთი ჯიშის თევზები დაიხოცა, რომელიც ზედაპირზე დაცურავდა და ამის მიზეზი უჟანგბადობა უნდა იყოს. სხვა ჯიშის თევზები არ დახოცილა. ჟანგბადის უკმარისობა მხოლოდ ზედაპირზე მყოფ თევზებს შეეხო. ტბაში ჟანგბადის დასამატებლად ჩავყარეთ კირი, ასეთ პრევენციას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით. თუმცა, ტემპერატურის მატების გამო უკვე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა”, – აღნიშნა პაატა ჯაფარიძემ.