რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს “კოვიდ-19” არ დაუდასტურდა. ამის შესახებ “TV4-ს” ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 2 პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი რუსთაველია. ისინი ცხელების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან გადაიყვანეს.

ადგილობრივი ეპიდემიოლოგები პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს “კოვიდ19”-ზე დღის განმავლობაში აუღებენ. პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობილი.