რუსთავის ცხელების ცენტრის 10 პაციენტს “COVID-19” არ დაუდასტურდა, ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთაველია. ისინი ცხელების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან გადაიყვანეს.
ადგილობრივი ეპიდემიოლოგები პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს COVID-19-ზე დღის განმავლობაში აუღებენ. პასუხები 24 საათში გახდება ცნობილი.