რუსთავის ცხელების ცენტრის 9 პაციენტის ტესტის პასუხი COVID-19-ზე ცნობილია

რუსთავის ცხელების ცენტრის 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 3 ახალი პაციენტია მოთავსებული.

ადგილობრივი  ეპიდემიოლოგები ახალ პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს COVID-19-ზე დღის განმავლობაში აუღებენ. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.