ცხელების ცენტრის 13 პაციენტის ტესტის პასუხი ცნობილია

 რუსთავის ცხელების ცენტრში  მოთავსებულ 13 პაციენტს “კოვიდ 19” არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

ეპიდემიოლოგის ცნობით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

ამ დროისთვის ცენტრში 5 ადამიანია მოთავსებული.  ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ხუთივე მათგანი რუსთავის მკვიდრია.

პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს ადგილობრივი სპეციალისტები დღის განმავლობაში აუღებენ. პასუხები პროტოკოლის თანახმად, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.