რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 13 პაციენტს “კოვიდ 19” არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის ცნობით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
ამ დროისთვის ცენტრში 5 ადამიანია მოთავსებული. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ხუთივე მათგანი რუსთავის მკვიდრია.
პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს ადგილობრივი სპეციალისტები დღის განმავლობაში აუღებენ. პასუხები პროტოკოლის თანახმად, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.