რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 9 პაციენტს “კოვიდ 19” არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის ცნობით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს. მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
ამ დროისთვის ცენტრში 6 ადამიანია მოთავსებული. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსთავის მკვიდრია. ისინი ცხელების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან გადაიყვანეს.
პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევი ნიმუშები ადგილობრივმა სპეციალისტებმა უკვე აუღეს. პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობილი.