ცხელების ცენტრის 13 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

​რუსთავის ცხელების ცენტრის 13 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცენტრში განუცხადეს.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთავის მკვიდრია. მათი პასუხები “კოვიდ19”-ზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.