რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
მისივე განცხადებით, ამ დროისათვის ცხელების ზონაში 3 პირია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთაველია. ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები უკვე აუღეს. პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობილი.







