ფონიჭალაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა ავტომაგისტრალის მშენებლობა გააპროტესტეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ მათ საცხოვრებელ სახლებთან შეთანხმების გარეშე მაგისტრალს არ ააშენებდნენ, მეორე მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს.
“ცხრა სართულიანი კოპრუსი არის, ძალიან ახლოს გადის ავტობანი ჩვენს კორპუსთან, მეორე მონაკვეთის მშენებლობა შეთანხმების გარეშე არ უნდა დაწყებულიყო,მაგრამ ,როგორც ხედავთ , დაიწყო ამხელა გზა დააზიანებს კორპუსს, ავარიული კორპუსია”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
Tv4 ინფორმაციის გადამოწმებას, შესაბამის უწყებებთან ცდილობს.