კამპანიის “დავასუფთავოთ დედამიწა” ფარგლებში რუსთავში ცენტრალური პარკისა და მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. მასში ჩართულები იყვნენ რუსთავსერვისცენტრის თანამშრომლები და საკრებულოს წევრი ამირან ჯანჯღავა.
“ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო აქციას შევუერთდით “დავასუფთავოთ დედამიწა” და ქალაქში პარკის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ. ძალიან კარგი იქნებოდა და მოვუწოდებ თითოეულ რუსთაველს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში და არამხოლოდ გამოკვეთილ სპეციფიკურ დღეებში ვიზრუნოთ ქალაქის გარემოს დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე“, – აცხადებს ამირან ჯანჯღავა.
„დავასუფთავოთ დედამიწას“ კამპანია 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 140-ზე მეტი ქვეყანა არის ჩართული.
საქართველო ამ კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.