ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი “კურიერის” ერთ-ერთი ჟურნალისტია. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.