რუსთავის მერიის, “რუსთავსერვის ცენტრი” ქალაქში,სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს.
სამუშაოები ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, “რუსთავსერვის ცენტრის”თანამშრომლები, სპეც-ტექნიკის გამოყენებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარედ ,ხეებს ხმელი ტოტებისგან ასუფთავებენ.
“რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელის, რეზო გოგიძის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკოლებთან არსებულ გზებზე, ზებრა გადასასვლელები დაიხაზება.