რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

 რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  TV4-ის ინფორმაციით,  შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. 

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, მოზარდს  პოლიტრავმები, მათ შორის თავის ქალის არეში დაზიანება აღენიშნებოდა. 

TV4-ის ინფორმაციით, მოზარდს  “ფორდის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. 

შემთხვევა “ორ ნაბიჯთან” მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.