რუსთავში ასფალტ-ბეტონის საფარის ორმული დამუშავება მიმდინარეობს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ ეტაპზე ცხრა ძმის ქუჩაზე ასრულებს.
როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ Tv4-თან საუბარში აღნიშნა, აღნიშნული პროექის ფარგლებში ქალაქის მასშტაბით სამუშაოები წლის ბოლომდე, საჭიროებისამებრ სხვადასხვა ლოკაციაზე შესრულდება.