კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში არსებული ობიექტების შემოწმება გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში არსებულ სხვადსხვა ობიექტს შემუშავებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ აფრთხილებს.
მერიის წარმომადგენლებმა ამჯერად ქალაქის პროფილაქტიკები შეამოწმეს და ობიექტებს გაფრთხილება მიეცათ.
შეგახსენებთ, რეკომედნაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას უფლება აქვს, კონკრეტული ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმოს. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში კი ინსპექციას შეუძლია ობიექტს საქმიანობის უფლება შეუჩეროს.
აღსანიშნავია, რომ რუსთავში ამ დრომდე არცერთი ბიზნეს სუბიექტი არ დაჯარიმებულა. ინფორმაციისთვის, იგეგმება დადგენილებაში ცვლილების შეტანა, რომელის მიხედვითაც, თუ მომხმარებელს ტემპერატურა დაუფიქსირდება, ობიექტის მენეჯმენტი ვალდებული იქნება 112-ში ზარი განახორციელოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი კი მაღალი ტემპერატურის მქონე პირს ცხელების ცენტრში გადაიყვანს.