რუსთავში გიგანტური ხე გამოჩნდა (+ფოტო)

რუსთაველი აქტივისტების მწვანე პროექტი “ჩაერთე” , მეორე ეტაპზეა. პროექტი შარტავას 15 ნომერში არსებულ კორპუსზე მცენარის მხატვრობას ითვალისწინებს, იდეის ავტორების მთავარი გზავნილი ქალაქის მცხოვრებთათვის არის “მეტი სიმწვანე ქალაქს”.

სთრითარტის ერთ-ერთი იდეის ავტორი ლაშა ნოზაძე აცხადებს, რომ ისეთ უჰაერო და ქარხანა-საწარმოებისგან დაბინძურებულ ქალაქს, როგორიც რუსთავია, მეტი ასეთი სახის პროექტი სჭირდება, “სიმწვანის” იდეა ისევე უნდა გაიზარდოს რუსთაველების გონებაში, როგორც უზარმაზარი ხე რუსთავის ნაცრისფერ კორპუსზე.

ნახატი სრულყოფილ სახეს რამდენიმე დღეში მიიღებს, ავტორები მსგავსი სთრითარტის შესრულებას სამომავლოდაც გეგმავენ.