რუსთავში ეკო-მეგობრული ტრანსპორტი იმოძრავებს

ხვალიდან რუსთავში ელექტროსკუტერები იმოძრავებს. 

მანქანით მგზავრობის ჩანაცვლება ეკო-მეგობრული ტრანსპორტით. ეს “რუსთაველების” ახალი ინიციატივაა. როგორც “რუსთაველები” აცხადებენ, მათი  მიზანი ქალაქში ალტერნატიული ეკო-ტრანსპორტის შემოსვლა და პოპულარიზებაა. 

ეკომეგობრული ტრანსპორტი რუსთავში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. 

პირველ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის არეალი შეზღუდული იქნება. ე.წ. “სქროლები” ქალაქის შემოსასვლელიდან შარტავას, მეგობრობის, მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამაკავშირებელი ხიდის, კოსტავას გამზირის, კულტურისა და დასვენების პარკისა და ძველი რუსთავის სხვადსხვა ქუჩებზე მეტალურგიულ ქარხანამდე იმოძრავებს. 

 TV4  “აჭარა ჯგუფს” დაუკავშირდა. მათი განცხადებით, ხვალ “აჭარა ჯგუფის” წარმომადგენლები რუსთავში ჩამოვლენ და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.