რუსთავში კოვიდინფიცირებული პირი, ერთ-ერთ ოფთამოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა

 რუსთაველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის ერთ-ერთ ოფთამოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. ჩვენივე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ობიექტის  სხვა თანამშრომლებსაც.  ობიექტი რამდენიმე დღეა დაკეტილია.   

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ქალი, რომელსაც ვირუსი ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, ობიექტში ნამდვილად მუშაობდა. მისივე ცნობით, რუსთაველი პაციენტის კონტაქტების მოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ბოლო 24  საათში რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. “კოვიდ- 19” არ დაუდასტურდა  ცენტრის 8 პაციენტს, ეპიდემიოლოგები კიდევ სამი პირის ტესტის პასუხს ელოდებიან,რომელთა პასუხები სავარუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. 

ინფორმაციისთვის, მიმდინარე თვეში რუსთავში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.