რუსთავში კორონავირუსზე ორმოცდაათი პირის ტესტის პასუხი ცნობილია.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ვირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.
ბოლო ოცდაოთხ საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების კვლავ რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. გამოვლინდა 326 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 796 ადამიანი.
ვირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელსაც თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.









