რუსთავში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, 2 შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ხოლო მესამე პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

“2 შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და კოვიდინფიცირების შესახებ ინფორმაცია მე-12 დღეს განმეორებითი ტესტის პასუხის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი.

მესამე დადასტურებული შემთხვევის შესახებ ლუგარის ლაბორატორიიდან 1 საათის წინ გახდა ცნობილი. ინფიცირებულის წყაროებზე ეპიდემიოლოგიური კვლევა ამჟამად მიმდინარეობს. კონტაქტების ნაწილი კი უკვე გამოვლენილია.

რაც შეეხება ოპტიკის თანამშრომლებს, ისინი უკვე იზოლაციაში იმყოფებიან,” – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების სულ 44 შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

რუსთავში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 60 პირი, ხოლო კარანტინში 15 ადამიანი იმყოფება.

📣 ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსთავში -ფიქსირდება თუ არა ახალი შემთხვევები?!

Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 19 september 2020