რუსთავში კორონვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პირი რუსთაველი ექიმია.
როგორც დავით ბეგაშვილმა აღნიშნა, კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა, მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, რათა დაზუსტდეს ინფორმაცია, თუ რომელ კლასტერს განეკუთვნება აღნიშნული შემთხვევა.
TV4 “ავერსის” კლინიკას დაუკავშირდა. როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა, ე.წ. “ავერსის კლასტერთან” დაკავშირებული ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, შესაბამისად “ავერსის კლასტერიდან” კოვიდ19 არავის დადასტურებია.