რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი დააკავეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია tv4-ს შსს-ში განუცხადეს.

„მუსტანგის” მარკის მსუბუქი ავტომობილი 16 წლის მოზარდს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა რუსთაველის ქუჩაზე ფეხით ძაღლთან ერთად გადაადგილდებოდა, რის დროსაც მას გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა. შედეგად კი 16 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, მოზარდს  პოლიტრავმები, მათ შორის თავის ქალის არეში დაზიანება აღენიშნებოდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.