რუსთავში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს “კოვიდ 19” დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 29 წლის რუსთაველ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.

როგორც ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ აღნიშნა, პაციენტი სტაციონარში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბინიდან გადაიყვანა. ექიმის ცნობით, ახალგაზრდა ქალს ცხელების ცენტრში გადაყვანისას მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდა. 

 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ცნობით, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინფორმაციისთვის, რუსთავის ცხელების ცენტრში სულ 14 პაციენტი იყო მოთავსებული, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა.

ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცხელების ცენტრში ამჟამად 4 ახალი პაციენტია, მათ კორონავირუსზე დღის განმავლობაში გამოიკვლევენ და ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.