ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა , კორონავირუსით ინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი კი კარანტინშია გადაყვანილი – ამის შესახებ TV4-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
“მიმდინარეობს შეხებაში მყოფი ყველა პირის შემოწმება” – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი რუსთავში მდებარე სამმართველოს ქოლ-ცენტრის თანამშრომელს დაუდასტურდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პირი რუსთავში ნამდვილად მუშაობდა, თუმცა მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს დაუდასტურდა.