იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში სანიაღვრე არხი მოეწყო, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.
დაახლოებით 5 დღის განმავლობაში, მძღოლებს რუსთავის მთავარ შემოსასვლელ ხიდზე მოხვედრა მომსახურების სააგენტოსკენახვევით და შემდეგ მარცხნივ მოტრიალებით მოუწევთ.