რუსთავში შოთა რუსთაველის ძეგლი სპეც-ტექნიკით სუფთავდება

 ქალაქის მასშტაბით, მონუმენტური ძეგლებისა და მემორიალების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები გრძელდება.
 
 ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ თანამშრომლები  შოთა რუსთაველის მოედანზე ისტორიული ძეგლის დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ.
 
ცნობისთვის, სამუშაოები სისტემატურად ტარდება და ქალაქის მასშტაბით არსებული ყველა ძეგლი,სკულპტურა და მემორიალი სუფთავდება.