რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში “ჭყონდიდლობა 2020″ აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს 8 უბნის გუნდი დაუპირისპირდა. ჩემპიონობა ბარნოვის ქუჩის გუნდმა მოიპოვა.
შეხვედრის ბოლოს ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები ა(ა)იპ “ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” დირექტორმა დავით შანიძემ დააჯილდოვა.







