რუსთავში 40 პირის ტესტის პასუხი ცნობილია

რუსთავში გამოკვლეულ 40 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, რუსთავიდან ლუგარის ლაბორატორიაში, ორი დღის განმავლობაში, ჯამში 100 პირის საკვლევი ნიმუში გადააგზავნეს, საიდანაც კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. 

როგორც დავით ბეგაშვილმა აღნიშნა, დღეს ლუგარში კიდევ ორმოცი პირის ანალიზის ნიმუშებს გაგზავნიან. 

ცნობისთვის, ქალაქში ბოლო ორი დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებუბლა.