რუსთავში კორონავირუსზე 70 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ეპიდემიოლოგებმა საკვლევი ნიმუშები ლუგარში გუშინ გაგზავნეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, გამოკვლეულ პირებს შორის მიზნობრივი ჯგუფები და თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან.
ამასთან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა რუსთავის ცხელების ცენტრის 13 პაციენტს.
რუსთავში ბოლო სამ დღეში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა.