70 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

რუსთავში გამოკვლეული 70 ადამიანი ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ვირუსული ინფექცია არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, გამოკვლეულ პირებს შორის მიზნობრივი ჯგუფები და თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან. 

შეგახსენებთ, რუსთავში ბოლო სამ დღეში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა.