რჩეულიშვილის სკვერში დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდება

რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩის სკვერში ინფრასტრუქტურას კომპანია ‘რეალენერჯი’ აღადგენს. რამდენიმე დღის წინ სკვერში ატრაქციონები და სასმელი წყლის ფანტანი დაზიანდა.

კომპანია, რომელმაც საქანელები დაამონტაჟა და სკვერის მოწყობის სამუშაოები შეასრულა, მზად არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეაკეთოს. აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და სკვერს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.

ადგილობრივები დაზიანების მიზეზად არასათანადოდ  შესრულებულ სამუშაოს ან ვანდალიზმს ასახელებენ.