საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

დღეს, 7 სექტემბერს შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია, – ამის შესახებ სასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალამია აღმართული, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

„გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში