ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც საკონდიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მათ ორივე ფილიალში დაფიქსირდა.
„კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია „დონას“ განცხადებაში.